1. პროექტის სახელი: გავუფრთხილდეთ ტყეს
2.პროექტის მოკლე აღწერა: ტყე როგორც ბუნებრივი ლანდშაფტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, დანიშნულება მიზნობრივი გამოყენების თავისებურება ადამიანის ცხოვრებაში, საქართველოს ტყეთა მრავალფეროვნება, ენდემური, რელიქტური მცენარეები, მცენარეთა და ცხოველთა ურთიერთკავშირი, ტყის გავლენა კლიმატზე.
3.მიზანი : ტყე,ბიოსფეროს ეკოლოგიური წონასწორობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. მზის ენერგიის დიდი აკუმულატორი და ბიოლოგიყრი მასის, ჟნაგბადის ერთ-ერთი წარმომქმნელი. დიდი როლი აკისრია პლანეტის გასუფთავება-სტერილიზაციის საქმეში. აქვს წყალმომაწესრიგებელი, ნიადაგდაცვითი, სანიტარულ-ჰიგიენური, გამაჯანსაღებელი და ეროზიის საწინააგმდეგო ფუნქციები.
4.ამოცანები:მოსწავლეები გაეცნობიან მიზნის ძირითად საკითხებს, მოიპოვებენ როგორც ვიზუალურ, ისე თეორიულ მასალას, ქართველ მგოსანთა და მწერალთა გამონათქვამებს საქართველოს ტყეების შესახებ. გაეცნობიან წითელ წიგნში შეტანილ მცენარეებს. ტყის, როგორც უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსის, გამოყენებისა და დაცვის თავისებურებებს.
5.განხორციელების გზები: თეორიული მასალის მოპოვება, ექსკურსიებისა და ლაშქრობების მოწყობა. ფოტოგამოფენა, ალბომის დამზადება. ნორჩ მხატვართა მიერ შექმნილი ტყის პეიზაჟების გამოფენა ,ლიტერატურული ჩანახატების, ესეების შექმნა და ჯურნალის გამოშვება. შეხვედრა ტყიბულში მცხოვრებ ცნობილ მეტყევესთან, მიხეილ ქოქოსაძესთან და დეკორატორ სევერიან შერბაკოვთან. ინტერნეტში მოპოვებული მასალის დამუშავება, დისკუსიის მოწყობა.
6. შესრულების ვადა _ 2 თვე
7. მოსწავლეთა ასაკი _ 13 – 16 წ /VIII – XI კლასი/
8. სამუშაო ენა - ქართული
9. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები სწავლობენ ლოგიკურ აზროვნებას, ხდებიან დამოუკიდებელნი, უღვივდებათ მიზნისკენ სწრაფვა: ეცნობიან დედაბუნების ერთ-ერთ ნაწილს - ტყეს, მასალათა მოძიებას და მათ კლასიფიკაციას.
10. ინტეგრირება საგნებთან: მშობლიური ენა და ლიტერატურა, გეოგრაფია, ხელოვნება, ისტ-ი.
12.პროექტის ფასილიტატორი: ლიანა მღებრიშვილი
ელ-ფოსტა: liamgebrishvili@gmail.com
No comments:
Post a Comment